კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:20

 

თუ დაგივლიათ მთები ხშირადა, 

გიოცნებიათ წყლისპირას ბევრჯერ, - 

ალბათ ნახავდით ციხეს ჟინვალთან - 

ცამდე ამართულ წინაპრის ბეჭებს.


თუ ჩაუარეთ ოდესმე გვერდით 

არაგვთან ყალყზე შემდგარ კართანას; 

თუ დააკვირდით პატარა ხერთვისს 

ორი მდინარის შესაყართანა.


მთვარიან ღამით ჭალებში დაღლილთ, 

თუ შესვენება გისურვებიათ; 

გაგრილებულხართ არაგვის ტალღით, 

თან წყაროს წყალიც გისხურებიათ.


თუ დაგინახავთ ქორფა დგნალები, 

საჩრდილობლად რომ ტოტებს გიხრიან; 

უფსკრულნი, ღამით რომ ამთქნარებენ 

და დევებივით დგანან პირღია.


თუ ჭიუხებთან ტყავის მათარით 

შეგისვამთ წყალი კლდიდან ნადენი, 

აღარ იკითხავთ - ჩემში რად არის 

მთისადმი ტრფობის ცეცხლი ამდენი.


სათქმელი გულში არ დამარხულა 

და მიმღერია მეც ჩემებურად; 

მთებთან, ვით ტოლთან, შევჩერებულვარ,

მეც მათი ერთი კალთა მახურავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen