კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:36

 

ხელზე მოგფშვნეტავ, გეთაყვანე,

მიწავ ფხვიერო,

მიწავ შენ ჩემი დაბადებით

უფრო ძლიერო.

მე შენს წიაღში აღმოვცენდი -

გავჩნდი, როგორც ხნულში მარცვალი

და ყველა შენგან შევითვისე

მიწიერი ჩემში რაც არი.

მე შევიწოვე ეგ სიმხურვალე,

მე ის ძარღვებში შევუშვი სისხლად

და ამიტომაც

- მიწა გაგისკდეს...

არ მიმაჩნია უმაღლეს რისხვად.

მაგ წყევლის სულაც არ მეშინია

და თავის დროზე,

თუ მკერდზე მიწა გადამეყარა...

ეგეც შენდამი სიყვარულია.

მაგრად ჩამიკარ,

რომ ისევ შენით შევუერთდე

მე მთელ ქვეყანას.

ხოლო მანამდის,

სანამ დავდივარ,

სანამ კვალს გამჩნევ,

მკერდიდან მომსკდარ

ჩემს წმინდა ფიცში:

- ვფიცავარ გამჩენს...

იცოდე კვლავაც შენ გგულისხმობ,

მიწავ ძლიერო,

მიწავ, უდაბნოს ძუ ვეფხვსავით

მუდამ მშიერო,

მშიერო, შენთა უძლეველთა

შვილთა შიმშილით

და მაინც აგრე დიდებულო,

მიწიერი შენი სიმშვიდით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen