|
არავინ იცის, ეპოქამ რა ჰქნა, დრო ვით მიუგდეს საჯიჯგნად ძაღლებს, - ის იყო ცეცხლი, რომელიც ჩაქრა, ის იყო აზრი, რომელიც ჩაჰკლეს.
ვით იხსნებოდა სცენაზე ფარდა, და იყო ცეცხლი, რომელიც ენთო, და იყო აზრი, რომელიც გვწამდა.
უფალი, ანუ სიცოცხლის ცნება, - ცეცხლი, რომელსაც ვერავინ აქრობს, აზრი, რომელიც სინათლედ რჩება! |


