კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:28

 

ჩვენ ისევ შევხვდით დიდი ხნის მერე,

როგორ ვერ ვიცნობ შენს ვიწრო თვალებს

და ღიმილს, შენ რომ ერთხელ დამალე

და ისევ შევხვდი დიდი ხნის მერე.


ბავშვი იყავი და არ გესმოდა:

ყველა სახლიდან, ყველა ეზოდან

შენ მოდიოდი, როგორც მდინარე,

გზა ამიქცია და ამიარე...

და ვერ გაიგე, როგორ მწყუროდა.

 

ჩვენ  ისევ შევხვდით დიდი ხნის მერე,

როგორ ვერ ვიცნობ შენს ვიწრო თვალებს…

მოვა ირემი გალაღებული,

მაგ თვალთა წყაროს ნელ-ნელა დალევს.


ნელ-ნელა დალევს მჩქეფარეს უხვად,

თითქოს თაფლია, თითქოს სულია…

ვაი, როგორი უცხო ხარ უკვე

და ის ლამაზი დრო წასულია…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen