|
ერთი ხატულა ჩონგური აბრეშუმსიმებიანი.
ძვირფას მგოსანს გ. ტაბიძეს
ამ სოფელში რაც მოვედი, ავი, კარგი ბევრი ვნახე. ვინც გავიცან, კარგათ ვიცი, მაწერია მისი სახე. არ მივიწყო, გალაქტიონ, მომიგონე, კიდევ მნახე, როგორც ჩვენსა კაი მგოსანს ეს სახსოვრათ შამინახე.
* * * * * * *
პოეტს გ. ტ.
ვფიცავ გელათს, ვფიცავ სიონს, უმღერ მტკვარსა, უწერ რიონს, მიყვარს ჩემი საქართველო, ვეტყვი მართლა გალაქტიონს.
* * * * * * *
მე მუშათა მგოსანი ვარ, მუშებს ვემსახურები. ეს გული მუშათ სასახლე, მუშები შიგვე მდგმურები.
მუშათკენ გავიყურები, მკვდარსაც მუშები წამიღებს, მით ხელით დავიხურები. |


