კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:22

 

მე ვდგევარ მთაში, ცივ ღრუბლებში თავაწეული,

ია და ხავსი ჩავიქსოვე აწეწილ თმაში,

და ზოგჯერ ქარი, ყაჩაღივით შემოსეული,

დალეწავს ხეებს, ნადირების ნაკვალევს წაშლის.


ყვირიან მაშინ მარად მძლავრი იორის მთები,

დგანან ამაყნი მთიულურად და დიდებულად,

მეც მომინდება, ბალახებში გავრიო თმები

კუნძის კიდურზე თავმიდებულმა.


მუხის ქვეშ ძილი, კურდღელივით თვალგაღებული...

და თუ უეცრად ღამის ჩიტმა შეიფრთხიალოს,

გამეღვიძება, ღამე ფშვინავს ჩაშავებული,

ან ბუ მეძახის "იპოვეო, ადამიანო?"


ავდგები დილით დანამული და ჯანმაგარი,

ავასწრებ არწივს, გადავუვლი ხევებს ხმაურით

და ქვაკაცასთან წყარო რომ ქუხს, მთების ანგალი,

პირდასაბანად მე და ჯიხვი ერთად ჩავუვლით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen