კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:28

 

დამდგარან მთები დაღესტანისა,

მხრებზე ნაბდები ხურავთ ლეკური.

კასპიის ჩქერი მძივად აისხა,

შემხვდა ნისლივით წარბებშეკრული.


ფეხზე აცვია წინდა ლეკური,

აჭრელებული ფერადი მძივით.

ფეხზე აცვია წინდა ლეკური

და ველზე გარბის ნიავი სწრაფი.


ლეკის ჯარივით ფიქრი მეხვევა,

ალყაში მიქცევს ხმა, ხმა მრისხანე:

- ხომ გაქვს შემთხვევა, ხომ გაქვს შემთხვევა,

ხერხი იხმარე, ძალა იხმარე!..


შორს გაიტაცე, ვინ რას გაიგებს,

თორემ დაგტოვებს კვლავ თვალნაცრიანს.

საქართველოში ლეკის ნაიბებს,

განა ცოტანი გაუტაცნიათ?!


ბევრი ლამაზი გაუტაცნიათ,

ცრემლი სდიოდათ: მთა-გორებს, ტყე-ველს,

მათ ნაცრემლარზე გადახმა ია,

შენც გაიტაცე, შენც დაატყვევე.


ვერა, ვერ ვიზამ ამგვარ სიავეს,

სადა მაქვს თავი ჩემს თავთან ბრძოლის?!

ვით დავატყვევო ლაღი ნიავი?!

რად შევუწყვიტო სურვილი ქროლვის?!


ფრთას ვერ შევასხამ ამდაგვარ მიზანს,

სანამდე მკერდში გული მეგულვის.

კვლავ ჩამიქროლოს, სხვას მეტს რას მიზამს?

ისევ დამტოვოს ახანძრებული.


ქროლვისთვის არის დაბადებული,

ის ახალისებს ამ მთა-ბარს, ამ ტყეს,

მე მინდა მალე მოვითქვა სული,

გულს კი სწადია ქროლვაში აჰყვეს.


ირგვლივ ვერავინ ვერა სძლებს მშვიდად,

დამცქერის ზეცა წარბებშეკრული.

მის გვერდით ყოფნა-თარეში მინდა,

გაზაფხულივით არის შემკული.


აცვია ჭრელი წინდა ლეკური,

აჭრელებული ფერადი ძაფით.

აცვია ჭრელი წინდა ლეკური

და ველზე გარბის ნიავი სწრაფი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen