კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 03:04

 

ჯერ სული გიდგას, ჯერ ცოცხალი ხარ,

უმზერ სასტიკ და მაინც მიმზიდველ

ამ წუთისოფელს და ჩრდილში მდგომი

კვლავ ინარჩუნებ სულის სიმშვიდეს.


სიცოცხლის ჟინი არ დაგშრეტია,

არ გაგქრობია ჯერ ინტერესი,

ჯერ კიდევ გადევს მოვალეობის

მძიმე ბორკილი ამ სიბერეში.


მაინც იზომავ ყოველდღე წნევას,

თვალყურს ადევნებ შენს ჰემოგლობინს,

ნერვებს გიწეწავს ნოემბრის ქარი

და წვიმიანი დღე შემოდგომის.


შენი სიკვდილი თუ მოვა მალე,

თუ ვეღარ ითმენს და გელოდება,

მას მსახურ ქალად შენ ვერ გაიხდი,

ვით გაიხადა იგი ბოდლერმა


და ჩაბარდები... მაგრამ მანამდე

უმზერ სასტიკ და მაინც მიმზიდველ

ამ წუთისოფელს... ჯერ ცოცხალი ხარ

და ინარჩუნებ სულის სიმშვიდეს.


დაბერდი, მაგრამ მაინც პატრონობ

შეუბოჭავებს და თავგასულებს,

სტრიქონებს - შენი მეხსიერების

გაჯიუტებულ და ურჩ ასულებს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen