|
ახ, ბედო ჩემო, რისთვის შემომწყერ, პირსა მარიდებ, შორს იარები, ტანჯვას ჩამაგდე, მწარედ მატირებ, შორით იცინი, არ მეხმარები.
თავიც მანებე და მემალები, წუთისოფელი სულ გამიმწარე, ნუთუ ჭაბუკი არ გებრალები?!
ყველგან დამიხშე ლხინის კარები, მახეს გამაბი, არც ის მაკმარე, ღობედ მომავლე ეკალნარები.
რაზედ მომიდე ტყვილად შარები, ფრთა შემაკვეცე, სანთელიც მიქრე და მომიტანე წყლულ-იარები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


