|
ციკლიდან „პაციფიზმი“
მთებს გახედავ: სიზმარია, და სიზმარიც მწარეა. ალპებით და გლეტჩერებით ბრწყინავს შვეიცარია.
საუბარი ორის:
აყვავილდა მთა-ბარი, ლიგაც გამოსადეგია, თუ გინდა სთქვა ზღაპარი.
და ან რა გვეტახტება, აწი რაგინდ მაღლა იდგეს - ვერაფერს ვერ გახდება:
ლიგა ღმერთის ლანდია: ერთი შუქიც იმ რწმენისა ჩემს გულში არ ანთია.
კი ღვივდება საკირე... მე ხომ ჩვენი აზნაურის ვიყავ მოჯამაგირე.
სიტყვით გამონაკრეფით: „შენც ბატონი, მეც ბატონი ვიყოთ გულხელდაკრეფით!“
აგრე როდი თავდება, აგერ დრომაც მოაწია, ყანაც ათავთავდება:
ხვეწნას რა მოუცია - თუ სიკვდილმა თავის დროზე თვითონ მას არ უწია.
აბა მაშინ რას შვები? აქეთ მიწა გიდარაჯებს, იქით ექიმბაშები!
სოფელი და ქალაქი, რომ ჩვენს თავზე თვის ხელობას სწავლობს ყველა დალაქი.
რა ღამე არ ვათიე... მაგრამ მისგან დახმარება ძველი ბაიათია.
ისევ იგი განაგებს, ჩვენი შეურაცხყოფისთვის არსად პასუხს არ აგებს.
მათი გადამტერება, - ჩვენთვის მხოლოდ უბედობა, მათთვის ბედნიერება: - არ შეგვფერის: მათ მამობა და ჩვენ კიდევ შვილობა, არასდროს არ მოხერხდება ჩვენი სიამტკბილობა: - მთლად ჩამოვხმი, მაგრამ რა ვქნა, რა მაქვს, რა გამაჩნია. მემამულეს გატაცება ლოყებზედაც აჩნია.
არც ხსნა, არც შეღავათი, ჩვენს მინდვრებზე ლერწამია - სტვირს კი უკრავს თავადი.
ბედს დაღად ზედ დაუკრავს - ვინც სიბერის ხანში სწავლობს საიქიოს დაუკრავს.
საქმე არის საჩვენო, უნდა თესლი გამონახო, უნდა მიწაც აჩვენო.
გვერდზე გადაუტანე, ქვას რომ შემოეჯახება მოპირული გუთანი.
რომ არ არის - ახია, სადაც ბაღი არ არსებობს, ბუჩქის ძირიც ბაღია.
ეს გზა, ეს შადრევანი - მას კი ჩვენთვის ენანება ყურძნის ერთი მტევანი.
კომშებსა და ბროწეულს, ყოველივეს ჩვენის ხელით, ჩვენის შრომით მოწეულს.
მემამულის ხვედრია, სხვა ვინა ხარ, საიდან ხარ, გასწი გადაეთრიე.
ამ ხეხილის მაგიერ, იგი ბაღმა მოიყვანა - არა მოჯამაგირემ.
თუ რომ სტუმრად ეწვია, საჩუქარი მებაღისა - მხოლოდ მკვახე ნესვია.
მაგარ კომბალს გაითლი, ჯოგი თუ არ დააფრთხე, ისე როგორ დაითვლი?
მოვლა ძლივს გეხერხება, ზოგი სეტყვით ისპობა, ზოგიც გადიჩეხება.
ზოგმა სული დალია, ყველა მოჯამაგირის უგნურების ბრალია?
და არის ხმაურობა, ერთი რამ აქვს უფასო: ვირით მოგზაურობა:
ვისი კიდევ? რა ვიცი, საძოვარი ჩვენ არა გვაქვს, არც სადგური თავისი.
სიცოცხლეც კი არ გინდა, რომ დაბერდა მემამულე - ქოფაკივით აღრინდა.
სპეტაკი და ჩუმია, ისე დატკბა თითქო ლბილზე ლბილი აბრეშუმია.
ხუმრობა არ გარგია - ყველში ცხვარის მატყლს რა უნდა თუ მეცხვარე კარგია:
თავზე წამოგადგება და დაგიწყებს გინებას რაც ენაზე ადგება.
გატენილი თოფია - მეგობრობას იმისას ისევ მტრობა სჯობია:
იყო და გაიარა, ზამთრის მზეს დავუჯერებ მაგის სიტყვებს კი არა.
ან შეძლება, ან გვარი, არის ყოველ სოფელში თვითო მაინც ამგვარი.
უფლებაა ძლიერის, უმეტესად მაძღარის, არასოდეს მშიერის.
და მონობის მიგნება, მაინც ეს წყობილება დანგრეული იქნება.
რომელ კაცს არ შეშურდეს: ღვინო არა, პური არა, წყალი - რამდენიც გსურდეს.
ძველთა-ძველის-ძველია, ერთა ლიგაც მაგათი მუდმივი დამცველია.
რამე ამ ჩვენს მხარეში, ასი ნიაღვარი რომ ხვდება ერთ მდინარეში?
ვადა რაკი დადგება, ასი წლით ნატარები ერთ დღეს გამოგადგება.
დარჩეს გაურიყავი, მალე განადგურდება შენ გულმაგრად იყავი:
ისე, როგორც წესია: დამშეული ჩოჩორიც ცხენზე უსწრაფესია.
რომ ხუმრობა ეყოფა, მეხად რომ დაეცემა თავზედ ჩვენი გლეხობა.
ბრწყინავს შვეიცარია, მთებს გახედავ: სიზმარია და სიზმარიც მწარეა. |


