|
მე რაცა მრწამს, იგი მწამდა, მე ის მიყვარს, ვინც მიყვარდა, გულიდგან ვერ ამომგლეჯენ, ვინც რომ გულში ჩამივარდა.
მსურს რომ თავიც ვანაცვალო, თუ გინდ მომცენ მთლად ქვეყანა, არ გეგონოთ, რომ გავცვალო.
ჩემი გული აიყაროს, ბევრი ელის, მაგრამ სცდება, რო მან ჩვენზედ გაიხაროს.
ყველა ტანჯვა ავიტანო, მისი წმინდა სიყვარული სამარეშიც ჩავიტანო.
მას ვერასდროს გამაცლიან, იქნებ მაშინ მომაშორონ, როცა თავსა მომაცლიან. |
| პოეზიის გვერდი • • • |


