კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:54

 

გაუცვდა ფერი ზედაზნის სერებს,

გაღმა ჩანს შინდი წითლად მღუარი,

ჩემი მღელვარე განდობის მერე

რა მწარე იყო შენი უარი.


გახსოვს, თიბავდნენ თრიმლიან ფერდობს,

ცელი რანაირ ჟინით შხიოდა,

შენთან ყოველი შეხვედრის შემდგომ

ჩემთვის მზე ახლად ამოდიოდა.


შენ გთვლიდი მაინც სულის ზიარად,

თუმც არ უჩანდა ბოლო მოლოდინს

და მე მიწაზე თითქოს კი არა,

შენგან დანთებულ ცეცხლში ვცხოვრობდი.


ეს დღე იმ დღეებს არ ჰგავს სრულებით,

დავრჩი სურვილთა ღარიბ ფიცრულთან...

გახუნდნენ ჩემი გაზაფხულები,

ჩემი ვარდებიც ჩამოიფურცლა.


გიშრის თვალებით მიმზერს კუნელი,

ღმერთო, საწუთრო რამდენს მედავა...

ლექსს მაინც შერჩა ძველი სურნელი

ამდენი წლების მიუხედავად.


დღეს ჩემი ლექსი ამგვარი თუა,

თუ წარსულ დღეთა ალმური ახლავს,

იმ დროს შენს ნათქვამ უმწარეს უარს,

ო, რა მადლობით ვიხსენებ ახლა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen