კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:02

 

რად მინდოდა შენ ახალად შამომხვდი,

დამიმონე, შავ თვალებით დამიხვდი,

ჩემი გლოვის მწუხარების ხმას მიხვდი.

ძველად დამწვარს, კიდევ ჭირი გამიხდი.


რად მინდოდა მე იმ დღისა ლხენა მე,

რად გათენდა, გაგიცანი შენა მე,

რად მასმინე შენი ტკბილი ენამე,

მომიწამლე ტვინი, გრძნობა, სმენა მე.


შენგან ვიწვი, შენ მომეცი შველა მე,

სიყვარულმა დღენი დამიბნელა მე,

რად მარგუნა ბედმა ტანჯვა-წყენა მე,

სიხარული ფეხქვეშ გამითელა მე.


თუ რომ გინდა ამა სოფლად ლხინობდე,

ვინც რო დასნვი, აღარ უნდა კბენოდე,

სიკვდილის დროს თუ არ გინდა სცხვენოდე

შენგან დაჭრილს, შენვე უნდა შველოდე.


რად მომეცი ცეცხლის ალი, გენია,

უშენობით ვტირი, მომიწყენია,

თანა ვმღერი, თან ცრემლები მდენია,

შეიბრალე, იეთიმ-გურჯი შენია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen