კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:24

 

ბულბულის გალობა მესმა,

არ მოშორდა ბაღის არეს,

ტკბილი ენით მომატყუა

და ჩამაგდო ცრემლსა მწარეს.


მიძახოდა შენი ვარო,

ღმერთი-რჯული შემომფიცა,

ჩვენ ვერავინ ვერ გაგვყრისო -

სიკვდილი და მარტო მიწა.


იგლოვა და იგალობა,

ჩემ კარებთან ცრემლი ღვარა,

მთელი ქვეყნის სალოცავი

მე თავდებად ჩამაბარა.


ასე მითხრა: „თავს მოვიკლავ

შენ მიზეზით გულს ქვა მედოს,

მერე ღმერთმან გაარჩიოს

ჩემი ცოდო ვალად გედოს“...


მეც ვიწამე, შევიბრალე,

შევიყვარე სალოცავად,

თურმე გველი ყოფილიყო 

და დამიწყო კბენა ავად.


რა დღეშიაც მე ჩამაგდო,

ისე თვითონ გაიხაროს,

იეთიმ-გურჯის კალამს ვეტყვი -

წყევლა-კრულვა მიაყაროს...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen