კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 21:36

 

რას მიყურობ, ყმაწვილო?

მოხუცობაც რამეა,

პარტიული ბრძანდები?

ამნესტია მამია.


იქნებ მღვდელი გგონივარ,

დღეა განა ღამეა,

იქნებ თავადს მამგზავსე,

ტყვია გულში დამია.


სამოცი წლის კაცი ვარ,

მწარეთ ვცვითე ჟამია,

ჩემი არა მქონია,

სხვისიც არ მიწამია.


რას აკეთებ მეც ვიცი,

გამიფრინდა სამია -

უსწავლელი კაცი ვარ,

დღენი ჩემი წამია.


თქვენთვის არაფერი ვარ,

ვარ ზედმეტი ნამია -

მხოლოდ ერთი რამ მახსოვს,

არ გეგონოთ ხამია.


დაბადების დღიდამა

შხამი შამიჭამია,

გაზრდილი ვარ ქუჩებში,

ლოგნად მიწა, ცა - მია.


დიდი გვყვანდა ხელმწიფე, 

მგელსაც შაუჭამია,

ჭამა ჩემი სიცოცხლე,

მე დამისო „ამია“.


ციხეებში დამალპო,

ჰქონდა ოქროს სკამია,

იძახიან, მორჩაო,

მე არ ვიცი, ძამია.


ამქვეყნადა ერთი რამ,

მწამდა დროშა ზნამია,

მოესწარით, ძიაო,

პირი გამიღიაო.


ძველი ბოლშევიკი ვარ, 

ღმერთი არ მიწამია,

დავავიწყდი სუყველას, 

ნეტა მქონდეს ჭა - ღია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen