კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:25

 

მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემ თავს მოვესაუბრო

(უძილო ღამით ყველას საქმე გამოუჩდება).

ვფიქრობ, ჩემ სიტყვებს დაედება პატივი უფრო,

თუ უსარგებლოდ ჩემი ნიჭი არ გაფუჭდება.


ჩემსა სამშობლოს, ახლა მივხვდი, ჭკუა სჭირდება:

ვინ არ გაასწრო მას დიდებით და აღმატებით.

და მხოლოთ მაშინ მამაღმერთი დაგვაკვირდება,

თუ საქართველო მოირთება ძვირფას ხატებით.


ეს კარგი აზრი მე მეწვია ცოტათი გვიან.

მე ასე კარგად ჯერ არასდროს არ მიფიქრია!

ახ, ბატონებო! გული ბევრჯერ დამიდაღია,

მაგრამ დღეები უნუგეშოდ მაინც მიჰქრიან.


ვგონებ, ჯერ ბედზე სამდურავი მე არ მქონია.

ო, დაილოცოს ეს ქვეყანა და ეს გამჩენი,

ჯერ საყვედური ჩემი არვის გაუგონია.

ჩემთვის ცხოვრება არ ყოფილა დაღის დამჩენი.


ქალბატონებო! გვაპატიეთ, თქვენ გენაცვალეთ!

ვეცდებით გვქონდეს მუდამ სუფთა ხელთათმანები,

თუ გადაწყვეტა ვერ შევძელით იმისი მალე,

რომ მოვაგვაროთ უპატრონო სოფლის ყანები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen