|
შენმა ენამ, სილამაზემ შემიპყრო, ყმაწვილობით დღემდი შენ გემსახურე, შენმა რწმენამ სალოცავად დამიჰყრო, ვარდს გიფენდი, მე კი ძეძვი ვიხურე.
გინათებდი, სანთელივით ვდნებოდი, შენსა სახეს სულყველას ვაყვარებდი, რა ვიცოდი, თუ მე ბნელში ვრჩებოდი.
გდარაჯობდი, ვიყავ ყარაულადა, შენ აშენდი, მე ვარ ჩამოქცეული, არც გინდივარ ახლა ეზოს მურადა.
ერთი მაინც მოიგონე ასშია, აბა კარგად დაუკვირდი, რას შვრები, თბილად გძინავს, მე კი მცივა კარშია.
დაუკვირდი, თუ ჯიგარი გაბია, შენსა ლხინში მიმიხურე კარები, იეთიმ-გურჯსა ენა აღარ მაბია. |
| პოეზიის გვერდი • • • |


