|
სამი წელია, ზღვა არ მინახავს, ღრუბლის წერილებს მიგზავნის იგი, ვერ გავექეცი მტვრიან ფილაქანს, ვერ დავასვენე თვალი და ფიქრი.
გული ათასგვარ წვრილმანს გადაჰყვა… მივიწყებული მეგობარივით ზღვა მელოდება მთების გადაღმა.
ახლა არავინ არა მჭირდება და ზღვასთან, როგორც საყვარელ ქალთან, მივდივარ სულის დასამშვიდებლად. |
| პოეზიის გვერდი • • • |


