|
თქვენი ნახვა ვისურვე და გაცნობაც ვინებე, მაგრამ ვერ კი გავიგე, ვინები ხართ, ვინები?
ღიმილსა და მიმიკას, თქვენს სიმღერას ვბაძავ და ჩრდილიც თქვენს ჩრდილს მიმიგავს,
გეჩვევით და მეჩვევით და ცალ-ცალკე ვქეიფობთ მაჩვივით და მაჩვივით.
სუფრებს აგვირგვინებენ, სტუმრებს აპინგვინებენ თქვენისთანა ვინები, -
გადანერგილ გულივით - გული ჩემი - გამწყრალი უფლის განკარგულებით.
ბოღმით დავიზვინები, როცა რაებს როშავენ ვიგინდარა ვინები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


