კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:21

 

შუაღამე’ში მომწყინდება სარკის ყურება,

დავაქრობ სანთელს და მოკვდება მისი ზღაპარი.

ჩემი ოთახი ღამის თმებით დაიბურება

და ყრუ სარკმელთან ატირდება დეკემბრის ქარი.


მინდა ვიძინო და ფიქრები დამბურავს ნელი,

და მე ამ წუთში აღარ ვუთვლი ჩემს ბედს სამდურავს;

მაგრამ შემოვა იჭვთა გროვა ჩემს სულში - ბნელი

და გამოუცნობ - შავი შიშის ბინდით დამბურავს.


გავახელ თვალებს… ღამის გარდა არავინ არი.

და ვამბობ: ღმერთო, შეცოდება ჩემს სულს შეუნდე.

ავდება ღამე, კვლავ გაისმის ქვითინი ქარის,

და მიდის შორი უფსკრულისკენ ლანდების გუნდი.


მსურს გავარღვიო კვიმატ ღამის შავი ქედები

და მოვკლა ჟამი უძილობის - უღვთო წამებით.

მომიგებს ღამე: ჩემს სარკეში ნუ იხედები,

მე დავილევი ჟამთ სირბილის ჩქარი წამებით.


მე მომკლავს წამი და აღმადგენს იგივე წამი,

და დავბრუნდები ისევ ისე გიშრისფერ თვლებით.

ჩემი მეფობის ვინ შეზღუდოს აქ დრო და ჟამი,

და თუ შენ ელი ჩემს აღსასრულს - ცდით დაიღლები.


მე მოვალ, მაგრამ სამშვიდობოდ კვალად ნუ მელი,

შვებას ვერ ჰპოებს შენი სული ჩემის ხსენებით.

ცისკრის სხივებით აენთება ჩემი სარკმელი,

მოკვდება ღამე ჩემთვის თეთრად განათენები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen