კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:25

 

მე ხუთ ათეულ წელიწადს გავცდი,

შენ დაეუფლე წელიწადს სამოცს.

ჩვენ კიდევ ვუმღერთ ახალის განცდით

დიად სამშობლოს - ტკბილსა და ამოს.


ჩვენ გავიარეთ გზა უძნელესი,

ჩვენს გულში იდეო მტრის მჭრელი ტყვია.

ვიბრძოდით კალმით, ვიბრძოდით ლექსით,

სიტყვა ხურჯინში არ ჩაგვიწყვია!


და როცა მტერი ურცხვად ლამობდა,

გადმოელახა ჩვენი მთა-ბარი, -

შენი ნაწერი ამას ამბობდა:

"არ შემოუშვა, დასცხე, დაჰკარი!"


მწამხარ! მიყვარხარ, რომ მშობელ არეს

ასე გულწრფელად უვლი, გუშაგობ,

ჩვენო პოეტო, უნარნარესო,

ნამუსიანი ხალხის მუშაკო!


მე მაგონდება განვლილი წლები,

ორივეს გვქონდა ტუჩზე ხავერდი,

ეხლა გვამშვენებს თოვლის ეკლები -

შემომაბერდი... შემომაბერდი...


მაგრამ ლექსებში ხომ ვართ ყმაწვილი!

წინაპართ მცნებას მივდიოთ მტკიცედ:

ერთი გული გვაქვს და ეს ნაწილიც

ხალხის სამსახურს ერთგულად მივცეთ.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen