კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:38

 

ტყიდან მოისმის რაკუნი

ნაჯახის - ხეზე დაკრულის.

იქნებ ბერმუხას, ტყის პირად 

რომ არი გადაზნექილი,

გულ-მკერდს უსინჯავს კოდალა, 

როგორც ავადმყოფს ექიმი?


მერცხალი ბუდეს ძერწავდა,

თან ახარბებდა ჩიტუნებს,

გაფრინდებოდა ლეწმებთან,

ესტუმრებოდა ზვინულებს,

ერთს ტალახს გამოართმევდა,

მეორეს - თივის ბულულებს.


მინდვრად გავიდნენ ბიჭები 

ბარით, თოხით და წერაქვით,

ტრაქტორმა შემოახია 

მიწას ბალახის პერანგი,

რა კარგი სანახავია 

მიწა გულისპირშეხსნილი,

ხნულის შავ-შავი ბწკარები 

წაიკითხება ლექსივით.


ტყიდან მოისმის რაკუნი

ნაჯახის - ხეზე დაკრულის,

ჰოდა, ბერმუხას, ტყისპირად 

რომ არი გადაზნექილი,

გულ-მკერდს უსინჯავს კოდალა, 

როგორც ავადმყოფს ექიმი....

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen