კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:09

 

თმა-ხუჭუჭი ყრმა ამური ოლიმპზედა მარტო რბოდა,

შემოქმედის შვილდ-ისარსა ისროდა და შვებით თრთოდა,

სათნოება ზეციური მის თვალებში შუქათ კრთოდა,

სიყვარული მოსიკობდა, სიცოცხლისა ქარი ჰქროდა!..


აპოლლონი ოქროს ჩანგით ტკბილად მღერდა მუხლმოყრილი

ბუჩქებიდან მოისმოდა ბულბულისა სტვენა ტკბილი;

არცა იყო მწუხარება, არცა ტანჯვა და სიკვდილი,

და სრულ-ყოფით ნეტარებდა ზეცის არსი, მიწის შვილი.


მზის ასული ვენერა-კი, სურვილით გულ-ანაჩქროლი,

ყელ-ყირმიზი, ბაგე-ლალი, ტან-წერწეტი და მკერდ-ბროლი,

დაეძებდა საყვარელსა, სიყვარულით ანათრთოლი, -

აღტყინებულ ვნების ჟინით ცახცახებდა, ვით ფოთოლი.


აჰა, აგერ, ბუჩქის ახლო დაინახა მან პატარა,

სათნოებით თვალ-აღვსილი, ცელქი, როგორც მთის ანკარა,

ხმა გაკმიდა, იქვე ახლო მწვანე ტევრსა მიეფარა,

- „ამურ!“ ტკბილად შესძახა მას, როცა ახლო, მიეპარა.


შეკრთა ვაჟი, ხმა ქალისა რადგან ჯერ არ გაეგონა,

არ იცოდა ვინ უხმობდა, არ იცოდა, რა ეგონა,

მაგრამ ამ დროს მკლავ გაშლილი მას ვენერა ჩაეკონა

და დაჰფარა მწველ კოცნითა ხორც-შესხმული ვარდის კონა.


ის დაღონდა; შეწუხებით მიაცქერდა მას თვალებში,

ქალმა ისევ ჩაიხვია აბრეშუმი დალალებში;

აპოლლონმა სიმთა ჩამოჰკრა, რომ დაათროს ციურ ხმებში

და ბულბულიც ტკბილ ვნებითა აგალობდა კვლავ ბუჩქებში.


ამური თრთის; სიყვარულზე იგი მეტად გაუარდა;

ვენერა-კი ცრემლ-მორევით სათუთ ფერხთ ქვეშ დაუვარდა;

ეტყოდა თუ: ბავშვობითვე მას ეტრფოდა, მას უარდა,

სიცოცხლესაც მასთან დალევს, რა-კი ხელში ჩაუვარდა.


„მე, ასულო, ცის შვილი ვარ!“ - უპასუხებს მოწყენილი

„მე, ამურო, მზის შვილი ვარ, შენს საცოლოდ მოფრენილი!“

„მე ტყვეობას ვერ ავიტან, თავისუფლად მოვლენილი!..“

„რად? ჰა ჩემი ტურფა ტანი, ხვევნა, მღერა მოხდენილი!..“


...და ამური ფიქრს მიეცა, არ იცოდა თუ რა ექნა;

მაგრამ ქალი არ ჩაეკრა, ყელზე ყელით გარდაეწნა,

ხან ჩასცქერის მას თვალებში, ხან ირხევა, როგორც ძეწნა,

მაგრამ ამურს არა ესმის - არცა ცრემლი, არცა ხვეწნა.


„შემიყვარე, ჩემო ბავშვო, გევედრები - შემიყვარე!

ხედავ: შენთვის ციმციმებენ ჩემი მზე და ჩემი მთვარე,

სხვა ყოველი დამავიწყდა, სხვას ყოველსა გავეყარე,

და შენ გპოვე საყვარელო, შენს ყოფნაში დავემყარე!“


ვაჟი სდუმდა... ამ დროს ბუჩქთან ჩაეხვია შველი შველსა,

ვენერა მით აცახცახდა, დაბნედილი იშვერს ხელსა:

„ამურ! აჰა, შველს შეხედე, იმათ ხვევნას სანატრელსა,

და ჩვენც ასე... ასე გრძნობით... ტანი-ტანს და ყელი-ყელსა!..“


და მთლად ცეცხლსა ანთებული, ანაჟრჟოლი შმაგ ვნებითა,

ჩაეხვია, ჩაეკონა, მიილულა ტკბილ ნებითა,

და დაეშვა იგი მოლზე... და დაეგო ქვეშ თმებითა...

ირგვლივ არე მუსიკობდა, მუსიკობდა ცის ხმებითა!


იგრძნო ვაჟმა... წამოიჭრა ფერწასული, ვნებით მთვრალი,

მყის დაუსხლტა, მიატოვა დედამიწის ტყე-ნაპრალი,

და მას შემდეგ ვენერასა არ მოუკრავს მისთვის თვალი...

და მას შემდეგ სიყვარულსა მუდამ ეძებს, ეძებს ქალი!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen