კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:02

 

მზე ჩაესვენა. ცის დასავალსა

წამოეპარა მწუხრი ჟამისა,

მთვარეს, სივრცეში ნაზად მავალსა,

გარს მოეხვია ბინდი ღამისა;


შეწყდა ხმაური შრომის ქალაქში,

კვნესა, სიცილი გაჩქარებული,

და აციმციმდენ ელექტრონები,

როგორც სივრცეში ვარსკვლავთ კრებული.


იძინებს ტკბილად მიწა - სამშობლო,

დღიურ ტანჯვითა გულდათუთქული,

იძინებს ყველა, ვისაც დღე ტანჯავს,

ბნელ სარდაფში აქვს ბინა - უფსკრული;


ვისაც სიყრმითვე განუშორებლად,

სულსა უხუთავს ცხოვრება ბნელი

და დაჰქვითინებს დუხჭირ ყოფნასა,

შრომის ქურასთან ოფლისა მღვრელი.


იქ-კი, ლამაზათ მორთულ დარბაზში,

უკრავს მუსიკა, ხმაურობს ტაში,

კისკის - ქეიფით ჭერი ზანზარებს

და ვარსკვლავები კრთებიან ცაში.


უშრეტ ჟინითა აღტყინებული,

ნეტარებს ხორცი თრობით ვნებული,

გარყვნილებისა მორევათ ღელავს

დიდი დარბაზი გაბრწყინვებული.


აგერ, გამოჩნდა შიშველი ქალი

მკლავებ-გაშლილი, ყელ-მოღერილი,

წელ-გადახრითა მინაბა თვალი,

შეაკრთო ბაგე მან შეფერილი;


მაღლა სწევს ცელქათ ოქროვან ფეხებს.

ხან თვალს ჩაუკრავს; სწრაფად ტრიალებს,

ქაფი ეფრქვევა შამპანიურსა

და სიამისა ტაში გრიალებს;


ტურფა მოქნილი ქალის სხეული,

ვითა ლერწამი ნაზათ რხეული

და გამჭვირვალე ნაკვთნი ბროლისა,

გრძნეულ სინათლის შუქ-შეფრქვეული,


ვნებით ატოკებს განცხრომის შვილთა,

ისმის ხმაური, ტკბილი სიცილი;

ის-კი კვლავ ცეკვავს; ცეკვავს წარმტაცით,

ძალ-დატანებით ღონე-მიხდილი.


- ო, გრძნობის მონავ, საბრალო ქალო,

აწამე ხორცი, აწამე სული,

აწ აღარ იცი, რაა ნამუსი,

აწ ჰპოვე მხოლოდ ფული და ფული!


შენი თამაშით, განცხრომის ძეთა

ჟინი ახალი მოევლინება

და, როცა დალევ შენ შენთა დღეთა,

შენსა მტარვალსა გაეცინება!


მაგრამ ნუ შეკრთი! - ქალაქის ბოლოს,

შენივ დებისა გაისმის კვნესა:

ზოგი ოფლს ჰყიდის, ზოგი ნამუსსა

და ზოგნი ჰგლოვენ კრულ სიცოცხლესა;


ბედით განწირულ ცხოვრების მსხვერპლთა;

არა აქვთ საზრდო, არა აქვთ ბინა, -

შენ მღერი... იქ-კი, ვიღაც ქვითინებს,

ვიღაცამ მწარედ ამოიგმინა!..


მაშ დაუარე ხტუნვით, თამაშით,

მოღლილი ლეში აწამე ქალო,

ვიდრე ცხოვრების შხამით აღვსილი

მძიმე ფიალი არ გამოსცალო;


მალე გაქრება ეს სილამაზე,

მალე გიმუხთლებს შენც, ტურფავ, ჯანი:

შრომის ჯილდოთა წყლული დაგრჩება,

საცხოვრებელად - ბნელი საკანი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen