კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:30

 

ვნახე სამოთხე - ბაღნარი,

წალკოტი გაზაფხულისა,

შვენება სრული, ნარნარი,

დამატკბობელი სულისა;

მზითა და მთვარით დამტკბარი,

კეკლუცად ყვავის სულ ისა,

სამშობლო ქვეყნის ყვავილი,

ოცნება სიყვარულისა.


ფერად - ფერადი მთებია,

ქალწულივითა ნაზები,

ეშხისა გარდამდებია;

სტუმარსა მისი ცქერითა,

ტრფობისა ცეცხლი მნთებია

და საიდუმლო მღერითა

გულიც მას შეთანხმებია...


როდესაც დილა ციმციმებს

აღმოსავლეთის კარითა,

„მზეო - ამოდის" ქვითინებს

ჭიშურა ცისკრის ქნარითა,

სილორი ფაფარს აიყრის,

მთის ამბავს მოსთქვამს ზარითა,

რიონი გულში ჩაიკრავს

და დაბარებულს ბარითა.


შხუილ - შხუილით წაიღებს

შავი ზღვის შესატირადა:

- ისმინოს ვინაც გაიგებს,

იზარდოს ხალხის გმირადა!


რა უნდათ? რასა მოსთქვამენ?

„ჩემო სამშობლო მხარეო,

მკერდი გაქვს ყვავილოვანი,

სიცოცხლე შხამზე მწარეო;

თუმც ზამთარ - გაზაფხულზედა

დაგნათის მზე და მთვარეო, -

წყლულები გაზის გულზედა,

სისხლია მონარნარეო.


სადა გყავს აბა ლომგული,

შენი მკლავ - ლაღი შვილები,

შენი ძუძუთი ნაზარდი,

შენგანვე დალოცვილები?

- უმართლო ბრძოლის ველზედა,

შორს ჰყრიან დახოცილები

და ეხვევიან ყელზედა,

ქვემძრომი ჭია მღილები!


გუშინაც ჩამოვიარეთ

და დღესაც მთა და ბარია. -

ყოველგან ცრემლი დაგვიხვდი,

ყოველგან გლოვა - ზარია.

უცხედრო კუბოს დაჰკივის

თმა - გაშლილ ქალთა ჯარია,

გახელებულა სიკვდილი -

ქვეყანა მოუარია!


განა არ კმარა წამება,

ტანჯვა და სიმწუხარეო?

- შემოილეწე ბორკილი,

სევდები უკუ - ჰყარეო!

ბუნების სილამაზესა

საქმენიც შეუდარეო,

აიშვი ბედი დაბმული -

სილორსა დაედარეო!

ერთხელაც გნახო ლხენითა,

იმედით მოელვარეო,

საჩინო, ჩემო თვალ ჩინო,

სამშობლოს ტურფა მხარეო!“


მოიმღერიან გიჟმაჟნი,

დუდუნით ყალყზე ხტებიან,

ცხოვრებით დაჯაბნებულნი,

მედგარ ომითა დგებიან;

ყვავილნი თავსა უკრავენ,

მთანი ბანს ეუბნებიან,

და სატრფო - ქართვლის დედასა

შველასა ევედრებიან...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen