კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:20

 

იყო დრო, როცა საქველმოქმედოდ

საბადლო ცისა მაფრთოვანებდა,

და საწუთროზე არარაობის

სევდიანობას მომიფონებდა.


მოვიდა სხვა დრო. ფიქრმა და სჯამა

არივ-დარივეს ცა და ღრუბელი,

გადაუქცივეს უწინდელს გზასა,

შემუსრეს ძველი ნავთსაყუდელი!


ვხედავ: განელდა ძველი ლამპარი,

ქარმა დამქროლა ძლიერებითა,

და გამიყენა ამღვრეულს წყალსა

ძველის ხომალდის ნამტვრევებითა.


წყალი მიმათრევს, ხმელეთი მოჰჩანს,

ჩემთვის იქ გასვლა სანატრელია,

სანამ შემეძლო, ბევრსა ვცდილობდი,

ბოლოს ძალ-ღონე გამომელია.


ვთქვი! „დღეს შენ მიხვალ, ხვალე სხვა მოვა,

წადი, სიკვდილი ნუ გეძნელება,

ბევრიც იტირო, განა არ იცი,

აღარაფერი არ ეშველება“.


ვთქვი და მივენდე, ვიცოდი სადმე

მდინარე ზღვაში შეიჭრებოდა,

სადაც შემდგომი ჩვენი არსების

ყოფნა, არ ყოფნა გადაჰწყდებოდა.


მაგრამ შემზარა, როცა გამოჩნდა

ზღვა უდაბური ნაპირებითა,

იქ ვერსად ჰნახავთ ჭალას ფრინველთა

ვერცა ტყეებსა ნადირებითა;

ვერც დახატულსა მთებსა მწვანითა

და მინდვრებს ტურფა ყვავილებითა.


არც დღე და ღამე, არც ცა და მიწა

იმ ზღვის მიდამოს არვის უნახავს;

საკვირველია: ან რამ დაჰბადა,

ან აქამდისინ რას შეუნახავს!


თვითონ რაღაა? - ჰჩანს და არა ჰჩანს,

შიგ ცხოველები ვერა გვარობენ.

სამგზავროდ არვის გამოადგება,

სასმელად იმას არა ჰხმარობენ.

არც სირინოზნი მარჯნის მტევნებზე

იმის უფსკრულში არა ჰგალობენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen