კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 17:08

 

ზღვა არ იძროდა. ძლივს გადიხარა

დასავლეთისკენ მზე აღგზნებული.

იბრძოლა; მაინც მოძალებული

ღრუბლის ქულები ვერ გადიყარა.

ერთი მათგანი დიდხანს ებურა;

მერე გახსნილი წითლად იარა

გამოაჩინა და ჩაიარა

ლურჯად, იისფრად, ლალისებურად

გაღვივებული ფანჩატურები.

როდესაც დისკო გამოჩნდა სრულად,

წინ დახვდა კიდევ ორკაპი ქულა,

ვით აცქვეტილი ცხენის ყურები.

მალე იგივე ნისლი რღვეული,

წერწეტ ფრინველად გადაქცეული,

ასვეტილი და თავაწეული,

გამეწამულდა მაღლა ყურებით;

გადაეკეცა კისერი მკვდარი

და მზე გახადა სატურნის დარი

ბოლოს ბორბალი ძირს დაშვებული,

გადაწმენდილი, გადიდებული,

აცახცახებულ სხივების ფრქვევით

დასწვდა სტიქიონს განაბულს ქვევით...

სანახაობა მცირე ხანისა

ელავდა ზღვის და ცის დასავალზე:

თითქოს მოსჩანდა ფართო ტრამალზე

ოქროს კარავი ჩინგის ხანისა.

აფეთქდა უცებ მომწვანო შუქი

და დაიმალა ცეცხლის ხარვეზი.

ზღვა ჩაიფერფლა, ჩაჰქრა ქარვები.

წამოიშალა ფერები მუქი -

მწუხრი, მოძულე წვისა და გზნების...

სთვლემდა კალთები აჭარის მთების,

აყვავებულის, ჩუმის, დინჯისა.

ღამე ჯერ კიდევ შორს იყო ბნელი,

გარს იფრქვეოდა სურნელი ნელი

ჩაის ბუჩქების და ნარინჯისა...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen