კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 18:45

 

შენ დაგეხუჭა უტურფესი თვალები წყნარად...

ქვეყნის დაქცევად მიიჩნიეს ეს მიძინება:

ხალხის ტირილი, პიტიახშის აქვითინება

მტკვრის ხეობაში იშლებოდა გულსაკლავ ზარად.


სამკაულები, სხივნაყარნი ვარსკვლავთა დარად,

თან ჩაგატანეს - მბრძანებელმა ასე ინება.

უსაზღვრო იყო დამკრძალავთა გულმოდგინება,

რომ შენ უხრწნელად წოლილიყავ კუბოში მარად.


აჰა, გააღეს დაკირული ლუსკუმის კარი!

ვაგლახ! მასშიც კი შეპარულა ჟამთასვლის ქარი -

არ დარჩენილა შენი სახის არც ნატამალი.


მხოლოდ ძვირფასი სამკაულის ლითონი ცივი

ზედაზნისა და არმაზის მთებს უცვლელი სხივით

კვლავ მიესალმა, ათასწლობით ბნელში ნამალი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen