კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:06

 

შუქი მიღელავს თვალის გუგებში

და ღამის ტეხვა მექცა წამებად,

და დამრჩა მხოლოდ ერთი ნუგეში -

განათებული ბნელში სამება.


და როცა ღამით ნამძინარევი

მივყვები კედელ-კედელ დერეფანს,

მინდა მოვსინჯო ბნელში კარები,

რადგან სიზმარი ცხადში მერევა.


ხოლო იმ სიზმრად კი მესიზმრება,

რომ ძირს დაღვრილი შუქი მაშინებს,

რომ შემოაღეს კარი ხიზნებმა

და უკვე დგანან დერეფანშივე.


მე მომლოდინედ ვდგები ახლავე,

ასე უაზროდ დაგელოდები,

სადარბაზოში ღამეს ტეხავენ

გადახლართული კიბეს ლოთები.


იქნებ ეს დარდი მექცეს ურდულად,

აღსარების თქმა დამეზარება,

მე სიზმრის მიღმა ვზვერავ ქურდულად -

განათებული მოჩანს სამება.


მე თვითონ ვდგავარ ვით აღსარება,

და მე თვითონ ვარ ნაიარევი,

და ისევ ბნელში მოჩანს სამება,

ისევ ღიაა ჩემი კარები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen