|
ტყეში პატარა ამბავი მოხდა მოულოდნელი და უცნაური: ასი წლის მუხა უეცრად მოკვდა და შეწყდა მისი ფოთოლთ ხმაური.
ტყე იყო სავსე ჩუმი სიგრილით, ნიავის ქროლვით აჟღერებული, ამღერებული მზითა და დილით.
გამოყვითლება ფოთლების ჩქარი, ოქროს ფოთლებით მკვდარი ხე სწვიმდა, ფოთლებს შრიალით ფანტავდა ქარი.
ტყე იდგა, სავსე ჩუმი სიგრილით, - ნიავის ქროლვით აჟღერებული, ამღერებული მზითა და დილით. |


