კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:21

 

აი თანდათან ჩემს გარშემო დასაღამოვდა.

სული მოითქვა დედამიწამ ცეცხლით ნადაღმა, -

მკაცრი მნათობი, რომელიც მის დაწვას ლამობდა,

მძიმედ დაღლილი ჩაესვენა მთების გადაღმა.


აღმოსავლეთით აღმართული უღელტეხილი

ცას გამოეყო დამტვრეული შავი ხაზებით,

ხოლო დასავლეთს, დასახლებულს მუქ დარბაზებით,

საზღვრით გაევლო ოქროსფერი სირმის გრეხილი.


ნელი შეპარვით იფერფლება კამარა ცისა,

მტრედის გუნდებად იშლებიან ღრუბლის ქულები,

და, ვით მკვდარ მცნების დარჩენილი მოციქულები,

სადღაც შორს კიდევ ცახცახებენ სხივები მზისა...


ღრმა ნაპრალებში ჩაფენილი ბინდი ხშირდება,

თალხი ჰარირით იმოსება მწვანე ტყე-ველი,

და ჩემი სულის მდუმარება დაურღვეველი

უსაზღვროების დიდ სიჩუმეს უკავშირდება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen