|
ცხოვრობთ ჩარჩოში (ნორმალურები) ყოველდღიური ცხოვრებით ტკბებით და გეშინიათ რამე შეცვალოთ კმაყოფილდებით უბრალო ხედით...
სულ სხვა თვალებით უყურებთ აწმყოს ვერ გადახვედით ნაცნობ გზებიდან ვერ ამბობთ სათქმელს მით უფრო მთავარს.
გადადის ველებს სამყაროს მიღმა მიყვება ძნელად გასავლელ დღეებს რისთვისაც თურმე ცხოვრება ღირდა.
თვითმყოფადს, არა სხვისგან გადმორგულს ვერ განიცდიან ნორმალურები და ეძახიან არანორმალურს.
ირონიით და ცინიზმით გართულთ და მიხარია როცა მიძახით პოეტს, მით უფრო არანორმალურს. |


