|
მიყვარს საღამო წყნარი, მშვიდი და მოწყენილი, როცა მზე სხივებს უკანასკნელს აათამაშებს, როცა მდუმარებს ტყე-ბუჩქნარი გადაფენილი, როცა ბულბული მწუხარედ ხმას ააწკრიალებს.
იქ არ მოისმის ადამიანთ უღვთო ხარხარი; იქ ანგელოსი წრფელად გალობს ზეციურ ჰანგებს და ჩუმად უგდებს მის სიმღერას ყურს მთა და ბარი.
საფლავებს შორის ნელ დუდუნით მიიკლაკნება, ხან აქვითინებს უარყოფა სიყვარულისა, ხან კი ახარებს შორს წარმტაცი ბედნიერება...
სულს ასხიოსნებს უკვდავების სახე ნარნარი. სამშობლო მხარე, ბედნიერი წინ მეხატება... ადამიანი ცას შეჰხარის მშვიდი, დამტკბარი.
და შეშფოთდება ოცნებაში მფრინავი სული; კვლავ წინ მეხატვის სოფლის ბრუნვა, სოფლის ტრიალი. ოჰ, არც ოცნება აღარ მატკბობს აზვირთებული.
სასაფლაოსი არემარე დადუმებული. დეე, იცოდეს, დეე, მხოლოდ იმან უწყოდეს, თუ რარიგ შფოთავს მგოსნის გული დაობლებული.
მე არ გადავცვლი არავითარ ნეტარებაზედ, მთელს სიტკბოებას მირჩევნია ბედკრულს იმ წამში ეს უიმედო, ობოლი ცრემლი ლამაზ წამწამზედ.
ცისა ლაჟვარდი აენთება უკანასკნელად, უკანასკნელად მთასა და ველს მოეფინება ბულბულის ჰანგი ნაღვლიანად და მოწყვეტილად.
ნამი ციური ყვავილის გულს ზედ ეკონება, ცის ანგელოსი დაჰღიღინებს დანამულ მდელოს, ნიავი ნელი ვარდს გაფურჩქვნილს ესალმუნება.
მიყვარს ფიქრებში მოქანცული მე სასაფლაო... დეე, მაშინაც თვალწინ მედგას ყოფნა გახრწნილი, მაშინაც ვგრძნობდე, რომ ფუჭია იგი, ამაო! |


