|
მთებს რომ გახედავ, ისევ მთებია და ბიბინებენ მწვანედ კორდები… და ტალღასავით გადამდებია წამი, რომლითაც კვლავ ვმეორდები.
წამი მორჩილი ასე ყოველთვის. წამი, რომელიც მე გამიხარდა, წამი, რომლითაც მე აქ მოვედი.
აქ ყველაფერი არის იმედი. მე ახლა ყველა წამი მახარებს, რომლითაც მზემდე ასე მივედი;
და დიდ სამყაროს შემომატარებს. მე ახლა მხოლოდ ის წამი მიყვარს, როლითაც დიდი შემოვა დარი.
და ბიბინებენ მწვანედ კორდები… და ტალღასავით გადამდებია წამი, რომლითაც კვლავ ვმეორდები;
და უკეთესი სხვა არსად არი, წამი, რომლითაც ვდგავარ ტიტანი და ცას და მიწას მხრებით ვატარებ. |


