|
რატომ არის ყრუ დროება, რატომ არის ბრმა და მუნჯი? სასაფლაოს მყუდროება - მარმარილო, მიწა, თუჯი.
ბინა ყველა გარდასულის, აქ ისვენებს ყველაფერი, ყველაფერი გარდა სულის.
უსასრულოდ სული იბრძვის. დღე და ღამე ცდილობს პოვნას უტყუარი, სრული სიბრძნის.
აპატიეს, რაც უვლია. აქ დინჯი და გაქექილი, ყველა ერთად დაცულია.
აღარ დასდევთ თან დემონი. უკვე მორჩა, უკვე ჰპოვეს უკვდავების პანთეონი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


