რეცენზია „კურდღლის სიზმრის“ ილუსტრაციებზე
|
ჩემს ხეხილებს შეეჩვია ჩიტუნების მთელი კრება, გამიკენკეს ყვავილები, არ აცალეს აკოკრება.
მერე დავდგი კაკანათი, - ერთ ყრუ ადგილს მოვათავსე.
მაგრამ ეს ცდა ჩიტუნებმა არ ჩაიგდეს აინუნში!
ძველებურად ძირს ეყარა ყვავილები გაკენკილი.
ნახატებს რომ გადავხედე, თვითონ მეც კი შემეშინდა!
და ჩემ ბაღში გამოვკიდე ჩიტუნების საფრთხობელად.
„კურდღლის სიზმარს“ რომ დახედეს, საბლიტგამის გამოცემას,
და მას შემდეგ ჩემს ხეხილებს ჩიტი აღარ ეკარება.
ასე გახდა ერთი წიგნი ჩემი ბაღის საფრთხობელად. |


