|
ვინ დავიმოწმო, რომ ვფრენ ბავშვივით, უმტკივნეულოდ ვეცემი დაბლა, ვყვირი, გეძახი, ხმა არ ამომდის, ალუფხულ ნისლში მებნევა თავგზა.
ღამეებს ჩემ ღრმა თვალებში ათევს და მოგდევ ასე, მთელი სიცოცხლე, როგორც ფარვანა ღამეში - ნათელს.
სულ გაყურადებ, ჩემო ნათანო, ვერ გამიგია მაინც, ღმერთმანი, რომელი არის ჩვენგან მართალი...
ფრთამოტეხილი ქარი ზლუქუნებს, სული კი - მაინც ყვავის თავისთვის და სხივებს აფენს ნამზევ უკუნეთს. |


