კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:49

 

მთაში თოვლი და ნისლი, 

მტკვრის ხეობაში ქარი, 

ალაგ წვიმების მოსვლას 

უნდა ელოდეს ბარი...


სინოპტიკოსი გვეტყვის 

ხვალ მოსალოდნელ ამინდს

სად ღრუბელია სეტყვის, 

სად ცით წამოვა ნამი.


სად ჩამოსკდება თქეში, 

სად მზე დახედავს არეს, 

სად გაეხვია ბნელში 

ჩვილი, სამი დღის მთვარე.


შენ რას მოელი გულო, 

შენ რა ამინდსა ზვერავ,

რა მზის სხივების ულო 

უნდა შეკონო ველად?


შენ რას მაუწყებ კარგო, 

რას მეტყვი ხვალის გამო? 

შენ იდუმალო ჰანგო, 

შეუცნობელი წამო,


გადევნებულო წამებს, 

დაშლილო ფიქრის შხამით...

სინოპტიკოსი ბრძანებს 

ხვალ მოსალოდნელ ამინდს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen