კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:40

 

კალეიდოსკოპი

 

ვიწრო ქუჩაზე, საოცნებო ქალაქის ქარში 

უცხო სიზმარი აყვავდება, ერთელ ნანახი. 

იქნება მკრთალი, მაგრამ ცხადი ყოველი სახე... 

ეს შენ ხარ მზეო, რომ ალურობ ნისლის ნაცარში!


ტყეში კივილი მოსახმობი! ზღვაზედ ქვითინი. 

ო, ვინ გაიგოს ვინაობა უეცარ ხმების! 

და სხვანაირობს ყოველივე, რაც იყო წინეთ: 

სიზმრების შემდეგ დადგა წუთი გამოფხიზლების.


ის ვიწრო ქუჩა, საოცნებო ქალაქის ტევრი. 

არღანის მღერა საცეკვავო ლაღი იქნება, 

უთვალავ ბრბოში ფანდურები, მასკები ბევრი, 

და კაფეებში, მაგიდებზე, კატების კრება.


საბედისწერო წვეულება, - სიკვდილის წუთი!.. 

შენ მწარე ცრემლით აგატირებს საერთო გლოვა, 

და იხარხარებ, ვით ბორბლების ხმობა ჯიუტი, 

და შენს გარშემო ავ ჭინკების იხტუნებს გროვა.


ძველი სიტყვები, - თაიგული ყოფილ ვარდების, 

ქუჩის ქორწილი! საზეიმო კვამლისფერ ხმაზე 

დედაკაცები საშინელის ნიშნათ დარდების 

ავადმყოფ ბავშებს მოათრევენ ზეიმობაზე.


მოხუცთა კრება წამოდგება, ძონძით ფარული, 

თეთრ მუწუკებით მოვერცხლილი ექნებათ წარბი. 

სიმყრალის სუნში, ასეთია ბრმა სიყვარული, 

ცეკვავს ყოველი, ცას აფეთქებს, ველურობს, დარბის,


და ეს იქნება ვით სიზმარი, ბოდვებათ შლილი, 

ვით გაღვიძება - გაგრძელება ძველი ზმანების. 

სამარადისო კულისებში, როგორც სურვილი: 

ბალახის, ტყისა, და ფუტკრების მთვრალ ხმოვანების.

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen