|
შავ ჭიანურის აჩრდილს გადარებ... ხარ დაფერფლილი ცეცხლის ნაცარი. შენ გაფითრებულ სახეს ატარებ, როგორც ახალი ელეაზარი.
როგორც ყაჩაღი და მთვარეული. და ოცნებობდი სასტიკ ავდარზე მაჩაბლის მთვარით გადარეული.
და გააცოცხლე მარადი დანტე. ახლაც გამშვენებს ბევრი იარა და იმ სივრცეთა სიანდამატე.
მარტოობაში დიდხანს ჰკიოდა და ესალმება თვით პოეზია შენს დაბრუნებას საიქიოდან.
მეტ სიყვარულით გიყვარს ჩიტები: მოგაჯადოვებს მათი სიმღერა და ლურჯ პეპელას გაეკიდები. |


