კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 22:08

 

მკერდზე, რამდენი მოგსდევს იარა,

რამდენი ლოდი გაგიცვეთია,

ამ მთებს, რომ ნამავს ცვარი კი არა,

მაგ შენი ლაღი ტალღის წვეთია.


შენ, მოქნეული ვით რკინის ცელი,

სიდიადემდე მთებმა აგწიეს.

კლდეთა ნაჟონი ამდენი ცრემლით

ფაფარაყრილი მერნად გაქციეს.


გარს გახვევია საფარი ნისლის,

მაინც გმირები გრძნობენ შენს სუნთქვას

და ტკივილამდე დღემდის გაისმის

ის, რაც გულმოკლულ ილიას უთქვამს.


მამულის მცველმა ყველა ვაჟკაცმა

შენი მჩქეფარე წყალი დალია

და დღეს, რომ მზეა, სხივებკაშკაშა,

იმ სიყვარულის ნაღვერდალია.


თავისუფლება ადიდე მთებში

და შენი ტალღაც მისთვის გუგუნებს;

კავკასიონის გამოგყვა ეშხი,

ძალა შემატე ამ საუკუნეს.


არ დაამუნჯო მხარე მყინვართა,

უფრო ძლიერად დასჭექე, თერგო,

ვისაც უყვარდი და ვინც გიყვარდა,

მას ბედად დაფნის გვირგვინი ერგო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen