|
შენ სოფელში ხარ ახლა, შესცქერი ცის სილურჯეს და მთათა სიმწვანეს, ყური მიუგდე გიამბობს ქარი, შენთან მოსვლამდე როგორ ვეწამე.
და ტრფობა წმინდად თუ შევინახე, იმ ცას ვუმადლი, შენ რომ დღეს ხედავ, იმ ტყეთა ტყვე ვარ და მეინახე.
(ვიგონებ, ლამის ენა დამებას), როგორც მე მიყვარს, გიყვარდეს ისე მონასტრის ჩუმი შემოღამება.
და ჩემი გულიც მანდ შევინახე. მე მიყვარს ის ცა, შენ, რომ დღეს ხედავ, იმ ტყვეთა ტყვე ვარ და მეინახე. |


