კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:18

 

მივდივარ, მომდევს ფეხდაფეხ ქარი,

სახეში მახლის ოქროსფერ ფურცლებს,

ამ ბნელ ღამეში მეცვალა მხარი

და შენს ქუჩაზე აღმოვჩნდი უცებ.


უშენოდ აქაც ზამთრის დარია,

ხე იძარცვება, კვნესის, ვალალებს:

ვუცქერ შენს სარკმელს და მიხარია,

ვნატრობ შენს თვალებს და შენს დალალებს.


მაგრამ ვის ესმის ჩემი ვედრება,

ლექსი ქარს მიაქვს და იკარგება;

ზეცა, მღელვარე ზღვას რომ ედრება

მალე ღრუბლებით დაიქარგება.


გადიჩეხება კლდეებში მთვარე,

შეეხიზნება ცრემლიან ღრუბელს,

და შენზე ფიქრში ქარი მშფოთვარე

ყვითელ ფოთლებით ამივსებს უბეს.


მოვდივარ, მომდევს ქარი გიჟმაჟი,

ცაში ვარსკვლავი აღარ კიაფობს

და შენს სახლის წინ დილის რიჟრაჟი

შენს შავ თვალებზე ზღაპარს მიამბობს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen