კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:30

 

ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე, 

ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე, 

გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს, 

მსურდა, წამეღო ყველა სიამე, 

ყველა სიმწიფის მენახა გემო... 

სიგრძე და განი... ზემო და ქვემო...


ვერ შეველიე აპრილის დილებს

ლურჯ კოინდარზე ტყემლების ფთილებს

მეძახდა ჩემი ლიხთ-იმერეთი

ჩემი პირველი ზღვა და ხმელეთი.

ჩემი ბავშვობის გამშრალი ნამი

მეც ბაღდათისკენ მივქროდი ღამით.


მიბმული ვიყავ მეგობრის სულთან,

ყველა ვაჟკაცი მეგობრად მსურდა

სამ ადლზე მქონდა გაშლილი მკლავი

მე ვიყავ ძმობის გული და თავი.

ხან წინაველი, ხან ბაღი დიღმის

ვერ შეველიე ტოლებთან ღიღინს.


ვერ შეველიე ალაზნის ნაპირს,

საინგილოში ავარდნილ ნადირს

ჭახ!.. გუგუნებდა გაღმიდან გაღმით

და რომ მეგონა გათავდა ექო,

ერთს კიდევ სადღაც დაკვნესდა ნაღვლით

ალბათ სიცოცხლე არც იმ ხმას ეყო.


ვერ შეველიე ლამაზის ალერსს,

წადილით ავსილ ნამიან თვალებს

ვეძებდი, როგორც ფრინველი ბაღნარს,

მივდევდი, როგორც მდინარე დაღმართს

და მხოლოდ ცისკრის იგებდა ჟამი,

სად, რომელ ჭერქვეშ მეძინა ღამით.


ვერ შეველიე თბილისის კარებს,

თბილ შემოდგომის ქარვისფერ დარებს

კრწანისში ძველთა ტკბილ გახსენებას,

ვერაზე ახალ ბაღთა შენებას

და როგორც ზეცას მზე ჰკრავდა ისრებს,

მივდევდი ქუჩებს ისევ და ისევ.


ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე, 

ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე, 

გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს, 

მსურდა, წამეღო ყველა სიამე, 

წაგყვება რამე?..

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen