|
მე ღარიბი ვარ, როგორც აპრილი, მე მარტოოდენ ყვავილების ანაბარა ვარ... და საკუთარი სიღარიბის დასაფარავად შემოდგომამდის გასავლელი მრჩება მანძილი. მე ღარიბი ვარ, ღარიბი ვარ - როგორც აპრილი, ფესვიდან რტომდის ფეთქავს სისხლი დაუღალავად... და მომლოდინე სასოება გულში ჩაღვრილა. და მარტოოდენ ყვავილების ანაბარა ვარ! |


