კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:10

 

უფრო და უფრო ცხადი ხდება

რაც წლები გადის,

რომ არაფერი, 

არაფერი არ არის ცხადი.


როგორ გადიქცა

ამ ქარ-თოვლად ზაფხულის ხვატი?

როგორ გახუნდა

სანატრელი ხილვა და ხატი?


რა იქნა თრთოლვა

გულში ცეცხლად ჩამონაღვენთი? 

ბედნიერების ტკბილო წამო,

საით წახვედი?


სხივო უხრწნელო,

ღამის ფერში როგორ განზავდი?

სადა ხარ, გრძნობავ,

გულს რომ ასე უღვთოდ ტანჯავდი?


როგორ გაცივდი,

როგორ ჩაქრი,

როგორ დაღამდი?

ნუთუ შენ იყავ ნაღვერდალი,

მე რომ მღადავდი?


უგუნურებავ ყრმობის დღეთა

რადღა მოგტირით,

ხელს რადღა გიწვდის

სიჭარმაგის წლები ორპირი?


თუ ის მიყვარდა, რაც წავიდა -

აქ რაღა მინდა?

თუ იქ ღამეა,

რატომღა მცემს შუქი ღამიდან?


უფრო და უფრო ცხადი ხდება,

რაც წლები გადის,

რომ არაფერი,

არაფერი არ არის ცხადი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen