|
ცოტაც გაუძელ, გაუსაძლისს ცოტაც გაუძელ, უსამართლობას, ყელზე ყულფს და - გულზე მაუზერს.
სანამდის დაეთვლება დღენი იუდას, სანამ შენს ამბავს ანგელოსი, ღმერთებს მიუტანს.
დღემდის ხომ ყველა წამი იყო გაძლება, ცოტაც - სანამდის შვილი შენი შეგენაცვლება.
ცოტაც, ღამე დილით იცვლება, არ შეიძლება, სხვანაირად არ შეიძლება! |


