კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:10

 

ეს მერამდენედ გადაიარა 

გულზე ცხოვრებამ ბნელი ხმაურით 

და დაგვიტოვა როგორც იარა 

ცოდვა, სირცხვილი, დანაშაული.


შეცბუნებულნი მზერას ვარიდებთ, 

ვითომ წინ მივალთ, წინ ვიყურებით, 

თითქოს არ მოგვდევს ის, რაც არ გვინდა -

კვალი სისხლიან ნაფეხურების...


თითქოს სიმართლე გადათელილი -

მართლა აყვავდა ატმის ტოტივით...

მიტოვებული, შორს დარჩენილი, 

ისევ ხელს გვიწვდის, ისევ მოგვტირის...


როგორც მშობელი - შვილებს უმეცარს, 

ყოვლისმხედველით გულით დედურით... 

მან იგრძნო, როგორ შორდება ზეცას 

შვილი უგნური და უბედური...


რომლის ნავალზეც უმწეოდ მოჩანს 

გადათელილი ნაზი იები...

და ეჟღინთება ტკივილად დროჟამს 

სურნელი მწარე მონანიების...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen