მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
|
ხმაური ჩაცხრა. მივეყრდენი მე სცენის კიდეს, მივაყურადე შორეული ხმების მისნობას. ვცდილობ, გავიგო, რა მოხდება ჩემს თავზე კიდევ, მაგრამ ამქვეყნად ბედ-იღბლისა არ-რა იცნობა.
და დამაშტერა მე დურბინდი ათასჯერ ასი. თუ შეიძლება, შემიბრალე, მამაო ჩვენო, ჰქმენ სიკეთე და ამარიდე ეს სავსე თასი.
ვიცი და მზად ვარ, შევასრულო ეს როლი მძიმე, მაგრამ ამჯერად თამაშდება სხვა ტრაგედია, შემეშვი, ნუღარ გარდამიწყვეტ სასოს და იმედს.
მეფეთა ნაცვლად ამაქვეყნად მეფობენ დრონი. მარტო ვარ, ირგვლივ ყველაფერს ნთქავს ფარისევლობა. და ამ ცხოვრების მდინარებას არ უჩანს ფონი. |


