|
როდესაც მესმის. როდესაც ვხედავ... ვიღაც უმწეო მოითხოვს შველას და მე არ ძალმიძს რომ ძმურად ხელი გავუწოდო და მოვწმინდო ცრემლი, როს არ ვარგივარ სიმართლის მცველად. როს მოქანავე ზნეობის ხიდი ჩაწყვეტაზეა - ასეთ დროს სცადე და თავი მშვიდად ბალიშზე დადე... როგორ იქნები ასეთ დროს მშვიდი? როდესაც ახლოს როდესაც ცხვირწინ ვიღაცა ურცხვად იმ ბალახს თელავს, რომელზეც თვალი გვეჭირა ყველას - გული რომ სკდება - რატომღა გიკვირს! როდესაც ოდენ ცარიელ სიტყვით აღარ ტყუვდება ყველაზე ბრიყვი - ხომ უნდა ვდუმდე და ვდუმვარ ხშირად და ვნატრობ სიკვდილს! |


